ცნობილი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია გარდაიცვალა.
ინფორმაცია ამის თაობაზე სოციალურ ქსელში ვრცელდება.
”უუუფ, როგორ მეტკინა – ჩამწყდა გულის ძარღვი, იმედიანი კაცი გულიანი, თავისი საქმის უბადლო პროფესიონალი, დაუზარელი და ხალისიანი ბადრი ვადაჭკორია გარდაიცვალა, ჩემი გურული ძამიკონა…”-წერს ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე.
საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსი” სამძიმარს უცხადებს ბადრი ვადაჭკორიას ოჯახს და კოლეგებს.

კომენტარები
