საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ფოტოხელოვან ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
”ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო.
ბადრი ვადაჭკორიამ თავისი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობით წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ ფოტოჟურნალისტიკაში. მის ობიექტივში მოხვედრილი არაერთი მნიშვნელოვანი კადრი ქართული ფოტომატიანის განუყოფელ ნაწილად დარჩება.
ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.”


კომენტარები
