ისრაელის სამხედრო ავიაციის თავდასხმას სამხრეთ ლიბანში შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, სამი ადამიანი კი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანური მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, თავდასხმა ქალაქ ანსარში გამთენიისას მოხდა.
მედიის ინფორმაციით, სამხედრო თვითმფრინავებმა ანსარის გარეუბანში მდებარე სახლი დაბომბეს.
ისრაელის სამხედრო ძალებში ადასტურებენ, რომ სამხრეთ ლიბანში ღამით საჰაერო დარტყმები განხორციელდა. მათივე ცნობით, „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურის დაბომბვა ისრაელელ ჯარისკაცებზე თავდასხმის საპასუხოდ მოხდა.
კომენტარები
