ლიბანის პრეზიდენტის, ჟოზეფ აუნის განცხადებით, ისრაელის მიერ ქვეყნის სამხრეთზე განხორციელებული დარტყმები „ღია გზავნილია“ ორმხრივ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აუნი გმობს „ისრაელის თავდასხმებს“ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში და „ჩარჩო შეთანხმებისა თუ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის საერთაშორისო ნორმების განმეორებით დარღვევას, რასაც სოფელ ანსარში მთელი ოჯახის სიცოცხლე ემსხვერპლა“.
პრეზიდენტის თქმით, „ეს დარღვევები მოლაპარაკებების პროცესისადმი მკაფიო სიგნალს წარმოადგენს“.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ იერიში „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურაზე სამხედროებზე თავდასხმის საპასუხოდ მიიტანეს. ბოლო ცნობებით, ისრაელის დარტყმებს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა.
კომენტარები
