როგორც ირანის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა ორშაბათს Reuters-ს განუცხადა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ომის საბოლოო შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის გამო, თეირანმა თავისი სტრატეგია თავდაცვითიდან „სრულმასშტაბურ შეტევით“ პოლიტიკაზე გადაიყვანა.
სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ გადადგმული ნაბიჯები და ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ტანკერების მიმოსვლის აღდგენის პროცესი სრულად შეჩერდა. ამასთან, არ ჩანს არანაირი ნიშანი იმისა, რომ დაპირისპირებული მხარეები კონფლიქტის დასრულებისკენ მიდიან.
„ირანული სტრუქტურები მზად უნდა იყვნენ ჰორმუზის სრუტესა და ფართო რეგიონში დაძაბულობის ესკალაციისთვის, რადგან ირანი მზად იქნება რთული გადაწყვეტილებების მისაღებად და შესაბამისი ნაბიჯების გადასადგმელად“, – განაცხადა ირანის მაღალჩინოსანმა და დასძინა, რომ დიპლომატიის კრახის შემთხვევაში, თეირანი აშშ-ის საზღვაო ბლოკადის გარღვევის მიზნით „დროულ და ზუსტ“ სამხედრო დარტყმას განახორციელებს.
