უკრაინის ახალ თავდაცვის მინისტრად ევგენი ხმარა დაინიშნა. ხმარას კანდიდატურა თანამდებობაზე უმაღლესმა რადამ 312 ხმით დაამტკიცა. წინააღმდეგი მხოლოდ 2 დეპუტატი იყო.
ამავდროულად, რადის შენობასთან თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებების საწინააღმდეგო დემონსტრაციები იმართება. მომიტინგეები ამ უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე მიხაილო ფედოროვის დაბრუნებას მოითხოვენ. DW-ს კორესპონდენტის შეფასებით, 19 აგვისტოს კიევში საპროტესტო აქციაზე დაახლოებით 100 ადამიანი გავიდა.
როდესაც მომიტინგეებმა კენჭისყრის შედეგები შეიტყვეს, მათ დაიწყეს სკანდირება: „ბრძოლა“.
კომენტარები
