აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ეკონომიკურ ომს“ იწყებს. სოციალურ ქსელში Truth Social გამოქვეყნებულ პოსტში თეთრი სახლის ლიდერი აღნიშნავს, რომ ირანმა აშშ-სთან შეთანხმების დადების შესაძლებლობები ვერ გამოიყენა.
„ამიტომ, დღეს მე ვაცხადებ ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაციის ჩატარების შესახებ, რაც კი ოდესმე რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულა! ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური ომი და იზოლაცია. მათი სამხედრო-საზღვაო ფლოტი განადგურებულია, მათი სამხედრო-საჰაერო ძალები განადგურებულია, მათი სამხედრო ქარხნები ნანგრევებადაა ქცეული, მათი ვალუტა გაუფასურდა, ხოლო მათი ქვეყანა ბეწვზე კიდია“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მან დასძინა, რომ ახლა ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც რაიმე ფორმით აღმოუჩენს დახმარებას ირანს, „თავად წააწყდება უზარმაზარ ეკონომიკურ შედეგებს“. ტრამპმა აშშ-ის მოკავშირეებს მოუწოდა, ვაშინგტონის გვერდით დადგნენ, „რათა ირანული საფრთხე იზოლირებული იყოს და დამარცხდეს“.
„ეს ისტორიული ზომები ძირს გამოუთხრის ირანის შესაძლებლობას, გაავრცელონ ტერორი მთელ მსოფლიოში. ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.
