უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ოთხ განკარგულებას, რომლითაც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან, „რუსალთან“ დაკავშირებულ კომპანიებთან და მულტსერიალ „მაშა და დათვთან“ დაკავშირებული პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდა.
სანქციები, მათ შორის, შეეხო ანიმაციური სერიალის შემქმნელ სტუდია „ანიმაკორდს“ და ხუთ რუსეთის მოქალაქეს, მათ შორის სტუდიის დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს, სცენარისტს, თანაავტორსა და პროდიუსერს, ასევე მულტფილმის საავტორო უფლებების მფლობელს.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს განცხადებით, „მაშა და დათვი“ პრორუსულ ნარატივებს ავრცელებს და მათ საბავშვო კონტენტში ნიღბავს, რაც, საბჭოს შეფასებით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
სანქციები 10 წლის ვადით არის დაწესებული.
