კანადას სურს, მიიღოს ის სარგებელი, რაც შტატის სტატუსს მოაქვს, ისე, რომ თავად შტატი არ იყოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ისინი ასევე, მრავალი წლის განმავლობაში, ჩვენს შესანიშნავ ფერმერებს უზარმაზარ ტარიფებს უწესებდნენ, ეს აღარ გაგრძელდება“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, აშშ-სა და კანადას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები ჩაიშალა, რის შემდეგაც აშშ-მა 20 მილიარდი დოლარის ღირებულების კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფები დააწესა.
აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფების საპასუხოდ კი კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კანადა ვაშინგტონის მიერ დაწესებულ ახალ ტარიფებს დოლარს დოლარზე გაათანაბრებს. როგორც მარკ კარნიმ განაცხადა, აღნიშნული ტარიფები 8 სექტემბერს ამოქმედდება.
კომენტარები
