ირანის წინააღმდეგ შეერთებული შტატების სანქციებს თეირანი უკვე ბევრჯერ ნანახ ფილმს უწოდებს. როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, სანქციები როგორც ადრე, ახლაც წარუმატებელი იქნება.
„ეს არის „განმეორებადი სცენარი“, რომელიც წარმოადგენს „იმავე სახის დაშინებასა და ძალისმიერ პოლიტიკას”, რომელსაც, აშშ-ის პოლიტიკაში ყოველთვის ვხედავდით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ფილმი, რომელსაც ისინი ისევ და ისევ აჩვენებენ. ჩვენ ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს. ამიტომ ვიცით, როგორ უნდა გავუწიოთ მას წინააღმდეგობა. ისინი კვლავ აბრუნებენ თავიანთ ძველ გეგმებს დღის წესრიგში. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ ირანელ ხალხთან პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის, სამართლიანობასა და ღირსებაზე დაფუძნებული გადაწყვეტის გარდა სხვა გზა არ არსებობს“, – აღნიშნა აბას არაღჩიმ.
