საფრანგეთის მემარცხენე-ცენტრისტული პარტიის, „საზოგადოებრივი ტრიბუნის“ ლიდერმა და ევროპარლამენტარმა რაფაელ გლუქსმანმა განაცხადა, რომ 2027 წელს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია TF1-ის ეთერში თქვა.
ამასთან, გლუქსმანმა აღნიშნა, რომ მონაწილეობას მიიღებს მემარცხენე-ცენტრისტების პრაიმერიზში, რომელშიც „საზოგადოებრივი ტრიბუნის“ წევრებთან ერთად კანდიდატურებს საფრანგეთის სოციალისტური პარტიის წარმომადგენლებიც წარადგენენ.
პრაიმერიზში მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის წარდგენის სავალდებულო პირობა არ არის. კანდიდატად რეგისტრაციისთვის აუცილებელია არჩეული საჯარო პირების 500 ხელმოწერის შეგროვება.
გლუქსმანმა ხაზი გაუსვა, რომ „მისი პროგრამის საფუძველი ეკოლოგიური ტრანზიცია იქნება“. მან ასევე გააკრიტიკა მთავრობა ტყის ხანძრებთან და, ზოგადად, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიმართულებით.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წლის 18 აპრილს არის დაგეგმილი.
