გადაუღებელმა წვიმამ და ტაიფუნმა „ნარამ“ ჩინეთში, ვიეტნამსა და ტაივანში ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიამ ჩინეთის ჰუანსის პროვინცია პრაქტიკულად მთლიანად დატბორა. სტიქიის ზონიდან ადგილობრივებისა და ტურისტების ევაკუაცია დაიწყო. უკვე გახიზნულია 54 ათასამდე ადამიანი. ტაივანში 4 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
სინოპტიკოსების ცნობით, ტაიფუნი ახლა იაპონიის მიმართულებით მოძრაობს და კუნძულოვან სახელმწიფოს რამდენიმე დღეში მიაღწევს.
კომენტარები
