პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იგნაცი ნემჩინცკი აცხადებს, რომ ევროკავშირში უკრაინა საბრძოლო მოქმედებების დასრულებამდე ვერ გაწევრიანდება. მისი განმარტებით, ძნელად წარმოსადგენია რომ ომში მყოფი ქვეყანა გაერთიანებას შეუერთდეს.
მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები აუცილებლად არ გამორიცხავს ქვეყნის წევრობას გაერთიანებაში, თუმცა ამავდროულად ბრიუსელში აცნობიერებენ, თუ როგორია პოლიტიკური რეალიები.
„ამრიგად, ძნელი წარმოსადგენია ასეთი სიტუაცია“, – განაცხადა ნემჩიცკიმ.
დიპლომატმა დასძინა, რომ უკრაინის ევროკავშირში წევრობის პირობა მშვიდობის ან ცეცხლის შეწყვეტის რაიმე ფორმა უნდა იყოს.
კომენტარები
