გერმანული მედიის ცნობით, ბუნდესტაგის ყოფილი დეპუტატი მიხაილ როთი აზარტული თამაშების ბიზნესში გადავიდა.
როთი საკუთარი კომპანიით ლატარიისა და ბუქმეკერულ სააგენტოებს დაეხმარება. ცნობა როთმა მედიას დაუდასტურა.
როგორც მედია იუწყება, ყოფილმა პარლამენტარმა დააფუძნა საკონსულტაციო კომპანია, რომელიც გერმანიაში ლატარიის კომპანიებს, ტოტალიზატორებსა და სათამაშო ბიზნესს სამართლებრივი საკითხების მოგვარებასა და ხელშეკრულებების გადახედვაში დაეხმარება.
კომენტარები
