გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოში, მათ შორის ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში, დღის ბოლომდე ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 27-დან 32 გრადუსამდე იქნება.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალოა. არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოშიც.
მთიან რაიონებში შესაძლებელია წვიმა და სეტყვა. ტემპერატურა 28-დან 33 გრადუსამდე დაფიქსირდება. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში დღეს დღის ბოლოს, ასევე მომდევნო სამი დღის განმავლობაში, წვიმიანი ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა 28-30 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, არამდგრადი ამინდი საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით კი დასავლეთ საქართველოში, მომდევნო კვირაშიც შენარჩუნდება.
