საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, – ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, უფლებამოსილი პირების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში – 106 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.
„არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ, 40 112 ლარი შეადგინა. საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეს სანქციის სახით ჯარიმა – 5 372 ლარის ოდენობით შეეფარდა, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა“- ნათქვამია ინფორმაციაში.
კომენტარები
