უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამიასამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.
„რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის უნგრეთს, ევროპასა და გლობალურ წესრიგს“, – ნათქვამია დოკუმენტში.
იქვე აღნიშნულია, რომ მოსკოვი „სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს“ უკრაინის კარპატის რეგიონში მცხოვრებ უნგრულ უმცირესობას.
პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის მიერ ხელმოწერილი სახელმძღვანელო მითითებები განსაზღვრავს ბუდაპეშტის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც მომავალ თვეს ნიუ-იორკში გაიმართება.
„უნგრეთი გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას და სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია დოკუმენტში. მასში
ასევე აღიარებულია კიევის თავდაცვის უფლება და მხარდაჭერილია მოლაპარაკებები „მდგრადი მშვიდობისა და გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიების მისაღწევად“.
