უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტის გამო კიევი რუსეთის საჰაერო დაბომბვას დროებით წყვეტს.
როგორც ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს აღნიშნა, უკრაინულმა მხარემ აღნიშნული გადაწყვეტილება სამშვიდობო მოლაპარაკებების ნორმალურ ვითარებაში წარმართვის გამო მიიღო.
„ვემზადებით ვიზიტისთვის. შედგა შეხვედრა საზღვარგარეთ მომუშავე ჩვენს დიპლომატიურ გუნდთან, განსაკუთრებით მათთან, ვინც შეერთებულ შტატებთან მუშაობს. როგორც ადრე ამერიკული მხარის დიპლომატიური ვიზიტის დროს, ისე ახლა უზრუნველყოთ, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე ნორმალურად ფუნქციონირებდეს, რათა მომლაპარაკებლებს ჩამოსვლა უსაფრთხოდ შეეძლოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინული მხარე ანალოგიური ნაბიჯის გადადგმას რუსეთისგანაც ელის, დასძინა ზელენსკიმ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უიტკოფი და კუშნერი 5-6 სექტემბერს ჯერ მოსკოვს ეწვევიან, ხოლო შემდეგ კიევში ჩავლენ.
