„ახალი“-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ნინო წილოსანს ტელევიზიით მიმართა და განაცხადა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ის ყველა დეტალს გაასაჯაროებს.
გვარამიას თქმით, მას ზუსტი ინფორმაცია აქვს იმ პროცესების შესახებ, რაც მმართველ გუნდში ხდება და მოუწოდებს, დაოკდეს და დაუჯეროს, რადგან მისთვის ასე აჯობებს.
„ნინო, ძვირფასო, უკვე არც თუ ისე ძვირფასო, გულწრფელად მინდა გითხრა, ხელისუფლება რომ შეიცვლება, ისე შეგაგულიანებ, რომ ყველაფერი მოყვე, რაც იცი, რომ მეტი არ დაგჭირდება. დარწმუნებული იყავი, დაჯდები და მოყვები უსასრულოდ, მამუკა მდინარაძით რომ დაიწყებ, ბოლომდე გახვალ. ამას გპირდები. მე დავჯდები და მოგისმენ თავიდან ბოლომდე, რაც გექნება მოსაყოლი და ძალიან ბევრი გაქვს მოსაყოლი, ეს ზუსტად ვიცი და ისე ყურმოკვრით და მოჩვენებით არა, ზუსტად ვიცი. ასე რომ, დაოკდი, დამიჯერე, ვიცნობთ ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად, დაოკდი, დამიჯერე, შენთვის ასე აჯობებს.“- განაცხადა გვარამიამ.
