ბოლივიაში სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.
როგორც ცნობილია, აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით 14:30 საათზე ვიაჩას მუნიციპალიტეტის ყაზარმებში, პიროტექნიკური მასალების საწყობთან ახლოს მოხდა.
აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ოფიციალური პირების თქმით, აფეთქება ფოიერვერკების აალებამ გამოიწვია.
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 60-ზე მეტი ადამიანი, დაღუპულთა რიცხვი კი შეიძლება გაიზარდოს.
მედიის ცნობით, სამხედრო ბაზაზე ზარალის შესაფასებლად და დაჭრილების სამედიცინო ცენტრებში ევაკუაციისთვის სასწრაფო დახმარების მანქანები, სამედიცინო ჯგუფები და პოლიცია განლაგდნენ.
კომენტარები
