თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ინტერპრესნიუსის ცნობით, შემთხვევა გუშინ ღამით, სოფელ ომალოში მოხდა. დაშავებულების მდგომარეობა კი სტაბილურია.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
კომენტარები
