აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ჩავიდნენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
სპეციალური ბორტი ამერიკიდან მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. უიტკოფს და კუშნერს აეროპორტში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი დახვდა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვისთან გამართავენ მოლაპარაკებებს ტრამპის წარმომადგენლები.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსკოვში მოლაპარაკებების შემდეგ უიტკოფი და კუშნერი კიევში გაემგზავრებიან.
კომენტარები
