მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების პარალელურად, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე მიიტანეს იერიში. მათი სამიზნე დასახლებული რაიონები გახდა. თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ადმინისტრაციული შენობა.
უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, 6 სექტემბრის ღამეს, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 108 დრონი გაუშვა.
კომენტარები
