მაიამის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას, „ამაზონის” სატვირთო თვითმფრინავი ასაფრენ-დასაფრენ ზოლს გადასცდა და რამდენიმე ავტომობილს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევა ადგილობრივი დროით დაახლოებით 14:00 საათზე მოხდა. აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ინფორმაციით, Boeing 767-300 რეისს პუერტო რიკოდან მაიამის მიმართულებით ასრულებდა.
ავიაკატასტროფის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც. 3 მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
სამაშველო ოპერაციაში 60-მდე სახანძრო მანქანა მონაწილეობდა.
ინციდენტის გამო მაიამის საერთაშორისო აეროპორტში ყველა ფრენა შეჩერდა.
ამ დროისთვის ინციდენტის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
კომენტარები
