რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, საუბარი ვლადიმერ პუტინის ინიციატივა შედგა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სატელეფონო საუბრისას სახელმწიფოს მეთაურებმა განიხილეს ეკონომიკური, სავაჭრო და ჰუმანიტარული თანამშრომლობის არაერთი აქტუალური საკითხი.
მიღწეული იქნა შეთანხმება სხვადასხვა დონეზე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესახებ.
კომენტარები
