„ფრანს ფუტბოლმა“ 30 ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, ვინც ოქტომბერში „ოქროს ბურთისთვის“ იბრძოლებს – ნომინანტთა შორის არის საქართველოს ნაკრების კაპიტანი და „პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია.
გასულ სეზონში ქართველი თავდამხმელი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. მან „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი, თასი, სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა (ზედიზედ მეორედ) მოიგო. საქართველოს ნაკრების კაპიტანს არაერთი მხარდამჭერი ჰყავს მთელ მსოფლიოში, რომლებიც კვარაცხელიასთვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს გადაცემას ყველაზე სამართლიან გადაწყვეტილებად მიიჩნევენ.
ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ 30 საუკეთესოს შორის ორჯერ იყო ნომინირებული – 2023 წელს მე-17 ადგილი ერგო, ხოლო 2025 წელს მე-13 პოზიცია დაიკავა.
„ოქროს ბურთის“ დაჯილოება 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება.
