გიორგი ჩახუნაშვილმა დანაშაული აღიარა და მოინანია. მან საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა.
მოსამართლე ბუგიანიშვილმა სასამართლო სხდომაზე გიორგი ჩახუნაშვილს მიმართა: „თავს სრულად გრძნობთ წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ?, რაზეც ჩახუნაშვილმა განაცხადა – „კი ბატონო“.
დანაშაული აღიარა ოთხი ოქტომბრის საქმეზე კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა ზაქრო ალბუთაშვილმა.
„თავს სრულად ვგრძნობ დამნაშავედ. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ შეიცვლება“, – განაცხადა ზაქრო ალბუთაშვილმა.
კომენტარები
