თუ გრანტის გადაცემა არ ხდებოდა, განმარტონ რასთან გვქონდა საქმე. ვხედავთ, რომ არ იყო შეთანხმებული და აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრანტების შესახებ კანონი არის დარღვეული, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა „დღის ქრონიკაში“.
დეპუტატი არმაზ ახვლედიანის ორგანიზებულ საგანმანათლებლო სემინარს გამოეხმაურა.
„როდესაც საკანონმდებლო რეგულაციის შემოტანა ხდებოდა, ყველას კარგად გვახსოვს რაოდენ დიდი იყო სპეკულაციები, რა არ იკადრეს და რა ცილისწამების ნიაღვარი მოდიოდა. ამბობდნენ, რომ დასამალი არაფერი ჰქონდათ. დღეს ვხედავთ, რომ რომ არა ტელეკომპანია „იმედის“ წერილობითი მოთხოვნა, ვერ მოვისმენდით მათ [ორგანიზატორების] პასუხს. თუ გრანტის გადაცემა არ ხდებოდა, განმარტონ რასთან გვქონდა საქმე. ვხედავთ, რომ არ იყო შეთანხმებული [სახელმწიფოსთან] და აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრანტების შესახებ კანონი არის დარღვეული. თუ ეს არ იყო გრანტი, მაშინ რა იყო?!“ – აღნიშნა ღუდუშაურმა.
