კულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მოადგილეები ნათია შამათავა და თამარ შარაშიძე წარუდგინა.
მინისტრის ახალდანიშნულ მოადგილეებს საჯარო სამსახურში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ.
„წარმოგიდგინეთ კულტურის მინისტრის მოადგილეებს, ქალბატონებს, რომლებსაც საჯარო სექტორში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ. სამინისტროს დიდ გუნდთან ერთად ჩვენ დავიწყებთ უფრო აქტიურ მუშაობას უწყების ინსტიტუციური გაძლიერებისთვის, ასევე დარგის მხარდაჭერის პოლიტიკის უკეთ განსაზღვრისთვის, რაც თავისთავში მოიაზრებს რამდენიმე მიმართულებას. ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გიხდით სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს წლების განმავლობაში გაწეული ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის“, – განაცხადა მაიამ ბითაძემ.
