მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის საჰაერო სივრცის უცნობი ობიექტის მიერ დარღვევის შესახებ განაცხადა. უწყების ცნობით, საჰაერო სივრცის დარღვევა 21 სექტემბრის ღამეს, 00:17 საათზე დაფიქსრიდა.
მონაცემების თანახმად, უცნობი საჰაერო სამიზნე ვინიცის ოლქის სოფელ ტრიბუსოვკის მხრიდან არაღიარებულ დნესტრისპირეთში მდებარე ქალაქ ხრუსტოვას მიმართულებით გადაადგილდებოდა. ამის შემდეგ ის ჩრდილოეთისკენ, სასაზღვრო რეგიონში მდებარე ქალაქ იამპოლის მიმართულებით მოძრაობისას დააფიქსირეს.
მოგვიანებით ობიექტმა მარშრუტი ქალაქ დონდიუშანის მიმართულებით გააგრძელა. 00:44 საათზე სამიზნე ბრიჩანის რაიონის სოფელ ტაბანის მახლობლად გაუჩინარდა. უსაფრთხოების ზომების სახით, ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში საჰაერო სივრცე 24 წუთით შეიზღუდა.
სოფელ ტაბანის რაიონში ტერიტორიის დასათვალიერებლად ეროვნული არმიის სადაზვერვო და საინჟინრო ქვედანაყოფები, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები გაიგზავნენ.
იმავე ღამეს, საზღვრის მახლობლად გამოჩენილი საჰაერო სამიზნის გამო, რუმინეთმაც ჰაერში გამანადგურებლები აწია.
