დამოკიდებულება, რომ ევროკავშირი ახლა ამის დამფინანსებლად გვევლინება, თავისთავად შემაშფოთებელია, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა ევროკავშირის მხარდაჭერით, სექტემბრის ბოლოსთვის დაანონსებული „კორძის“ კონცერტის თემაზე კომენტირებისას.
„როგორც ჩანს, მათ არ შეუცვლიათ ის მიდგომა, ის ხელწერა, რომელიც წარსულშიც ითვალისწინებდა ასეთი ტიპის დაფინანსებით სხვადასხვა კერის გაჩენას იმისთვის, რათა სამოქალაქო ჯგუფები ერთმანეთს დაპირისპირებოდნენ“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.
როგორც ცნობილია, ევროკავშირის მხარდაჭერით, დანიის კულტურის ინსტიტუტმა და „ხელოვნების სახლმა“ სექტემბრის ბოლოსთვის დააანონსა „კორძის“ კონცერტი. აღნიშნულის გამო „ქრონიკამ“ კითხვით მიმართა ევროკავშირის წარმომადგენლობას, კერძოდ, იზიარებს თუ არა ევროკავშირი მილიონზე მეტი ქართველის გინებაზე პასუხისმგებლობას. ასევე, კითხვით მიმართა დანიის კულტურის ინსტიტუტსა და „ხელოვნების სახლს“.
