სენატორი ჯონ მაკკეინი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება და აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაურესებაში ვლადიმერ პუტინს ადანაშაულებს.
„ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან სახიფათოდ დაბალ ნიშნულზეა. მადლობა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეგიძლიათ გადაუხადოთ ჩვენს დემოკრატიაზე თავდასხმისთვის, მეზობლებთან შეჭრისთვის და ჩვენი მოკავშირეების მისამართით მუქარისთვის“, – დაწერა ჯონ მაკეინმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებაში კონგრესს დასდო ბრალი.
„რუსეთთან ურთიერთობა ისტორიაში ყველაზე სახიფათოდ დაბალ ნიშნულზეა. შეგიძლიათ, მადლობა გადაუხადოთ იმ ხალხს, რომლებმაც ახალი ჯანდაცვის სისტემაც კი ვერ მოგვცეს“, – დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერში“.
კომენტარები