რუსეთის შეიაღაღებულმა ძალებმა 26 სექტემბრის ღამეს კიევზე დრონებით იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
კიევში, სოლომენსკის რაიონში დრონის ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლში და პირველ სართულზე მდებარე მაღაზიაში. შენობიდან 20 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ოთხი ადამიანი დაშავდა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, სოლომენსკის რაიონში ასევე დაზიანდა საოფისე შენობა. დრონის ნამსხვრევები სხვა ტერიტორიაზეც ჩამოვარდა.
ცნობისთვის, 25 სექტემბერს კიევზე განხორციელებულ მასობრივ იერიშებს სულ შვიდი ადამიანი, მათ შორის 14 წლის მოზარდი, ემსხვერპლა. დაშავდა 59 ადამიანი, მათგან 25 საავადმყოფოებში რჩება, ერთი კი მძიმე მდგომარეობაშია. საავადმყოფოებში ორი ბავშვიც გადაიყვანეს.
კომენტარები
