სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ სახალხო დღესასწაულში „ხაშურის დღე 2026“ მიიღო მონაწილეობა.
საგამოფენო სივრცეში ეროვნული თავდაცვის აკადემია სპეციალური სტენდით იყო წარმოდგენილი, სადაც განთავსებული იყო აკადემიის სარეკლამო-საინფორმაციო ბროშურები და სხვადასხვა ბრენდირებული სასაჩუქრე ნივთები. ღონისძიების მიმდინარეობისას აკადემიის იუნკერები დაინტერესებულ პირებს ამომწურავ ინფორმაციას აწვდიდნენ აკადემიური და სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობების, არსებული საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების, ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის, აგრეთვე გაცვლითი პროგრამების, სტიპენდიის მიღების პირობებისა და აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ.
აკადემიის საინფორმაციო სივრცემ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც ვიზიტორთა სიმრავლით გამოიხატა.
ეროვნული თავდაცვის აკადემია მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობის ფარგლებში უწყვეტ რეჟიმში აწვდის დაინტერესებულ საზოგადოებას სრულყოფილ ინფორმაციას აკადემიაში მიმდინარე სიახლეებისა და მიღწევების შესახებ.
ეროვნული თავდაცვის აკადემიამ სახალხო დღესასწაულში „ხაშურის დღე 2026“ მიიღო მონაწილეობა
28.09.2026 13:18:08
ნანახია: 10 ჯერ
