გია ბარამიძის საპატივცემულოდ, სოლიდარობის ნიშნად მოვიზარდე წვერი, იმიტომ, რომ ბოლო ხანებში სულ ვაკრიტიკებდი წვერის გამო, მეგონა, წვერი აბერებდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
„სხვათა შორის, იგივე გააკეთა ლევან ხაბეიშვილმაც, ლევანიც არის წვერ-ულვაშიანი“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
„სწორედ ამ სიყვარულმა გადმომატარებინა ზღვა ზუსტად ხუთი წლის წინ სრულიად უიმედო სიტუაციაში, მაშინ, როცა ხალხი არ იყო ბოლომდე მზად. მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
კომენტარები
