საქართველო თავდაცვის უწყება ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნული ბატალიონის კომპიუტერულ სწავლებას „SHARP LYNX 2026” მასპინძლობს. სწავლების გახსნის ცერემონია ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) გაიმართა. ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ირაკლი ჭიჭინაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, თავდაცვის გენერალ-მაიორი შალვა შენგელია და JTEC-ის მეთაური, პოლკოვნიკი დავით გაგუა დაესწრნენ და სწავლების მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.
სწავლების დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის შესაძლებლობები შეფასდება. „SHARP LYNX 2026” ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნულ ბატალიონში გაწევრიანებისთვის მიღებული გზამკვლევის მიხედვით ბოლო აქტივობაა. სწავლება, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში იმართება, მიზნად ისახავს მრავალეროვნულ გარემოში ურთიერთთავსებადობის, საშტაბო პროცედურების, კოორდინაციისა და მართვის შესაძლებლობების შემდგომ გაუმჯობესებას. სწავლებაში საქართველოს, პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, ხორვატიისა და უნგრეთის სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
