ამჯერად ოპოზიციონერები ერთმანეთს IRI-ის კვლევის გამო დაუპირისპირდნენ – განულებული, 1 და 2 პროცენტიანი ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და კვლევის შედეგებზე პასუხისმგებლობასაც ერთმანეთს აკისრებენ. დაპირისპირებაში ჩართული არიან იაგო ხვიჩიას პარტიის წევრებიც. სანდრო რაქვიაშვილი კვლევის შედეგებს ოპოზიციის უუნარობას და მათ არასწორ სტრატეგიას უკავშირებს.
“თავისუფალი ხალხის პარტიის” სათათბიროს წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ნაწილი, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში მოქმედებდნენ, ფაქტობრივად გაქრა, თუმცა მცირე რეიტინგის მქონე პარტიებს შორის დაპირისპირება კვლავ გრძელდება.
“ფაქტობრივად გაქრნენ პარტიები, ვინც ბოიკოტობანას თამაშობდნენ, თუმცა იმ ხალხის, ვინც კვლევაში არ იზომება ან ნულთან ახლოს რეიტინგია, მათი ჩხუბი ბუნებრივია ამ სიტუაციაში. ზოგიერთები მილიონებს ხარჯავენ და მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგი არა აქვთ. არ შეიძლება იმ ხალხის დანარჩენ ოპოზიციასთან გაიგივება, ვინც შეიძლება უუნარო, მოსყიდული ან უპრინციპო იყოს”, – აცხადებს “თავისუფალი ხალხის პარტიის” სათათბიროს წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.
