პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაზე, რომლითაც მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი.
მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველო ყველა პირობას აკმაყოფილებს და ეს ევროპული ინსტიტუტების კვლევებითაც დასტურდება; ევრობიუროკრატების მხრიდან კი საქართველოს შესახებ მსგავსი რეზოლუციების მიღება ადასტურებს, რომ ისინი თავად იქცნენ დიქტატორებად.
„როდესაც ევრობიუროკრატიის წარმომადგენელი საქართველოზე ასე საუბრობს – იმ კანდიდატ ქვეყანაზე, რომელსაც ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა პირობა შესრულებული აქვს და ამას მათივე ინსტიტუტების კვლევები ადასტურებს, ეს ერთ რამეზე მეტყველებს: ისინი თავად იქცნენ დიქტატორებად და არც ბულინგს ერიდებიან.
თავად ევრობიუროკრატები ჩინეთშიც ჩადიან, ხელშეკრულებებსაც აფორმებენ, მაგრამ ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩინეთი დიქტატორული ქვეყანაა,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილი.
