უეფა-ს ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია.
ნაკრების შემადგენლობაში არიან: მამარდაშვილი, კაკაბაძე, დვალი, ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე, კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, ეგოიანი, წიტაიშვილი და მიქაუტაძე.
მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის გადაწყვეტილებით, განაცხადს მიღმა დარჩა 5 ფეხბურთელი: საბა ხარებაშვილი, ილია ბერიაშვილი, გიორგი გაგუა, ვლადიმერ მამუჩაშვილი და ნოდარ ლომინაძე.
ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე“ უნგრეთის ეროვნულ ნაკრების წინააღმდეგ მატჩი 22:45 საათიდან დაიწყება.
კომენტარები
