აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე გენერალ ვალერი ქვარაიას შეხვდა.
“აფხაზეთის ომის ვეტერანს, გენერალ ვალერი ქვარაიას შევხვდი და ქვეყნის წინაშე გაწეული თავდადებისა და ღვაწლისთვის მადლობა გადავუხადე.
გენერალ ვალერი ქვარაიას აფხაზეთის მეომართა კავშირის მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარესთან, ლევან ქეცბაიასთან, და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილესთან, ჯანდრი უბირიასთან, ერთად ვესტუმრე.
ვალერი ქვარაიას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი. მისი განვლილი გზა, ბრძოლის გამოცდილება და სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლი ის მაგალითია, რომელიც მომავალ თაობებს ღირსეულად უნდა შევუნახოთ.
ჩვენი ვალია, გმირების თავდადებას ღირსეულად ვუპასუხოთ და მათი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლის საფუძვლად ვაქციოთ. გვჯერა, რომ აფხაზეთის დაბრუნების გზა მშვიდობაზე, ნდობის აღდგენასა და ერთმანეთის დაბრუნებაზე გადის”-წერს ჯინჭარაძე.
გიორგი ჯინჭარაძე გენერალ ვალერი ქვარაიას შეხვდა
06.10.2026 20:48:18
ნანახია: 7 ჯერ
