ბელარუსში რუსეთისა და მოკავშირე სახელმწიფოების სამხედრო წვრთნები დაიწყო. „ურყევი ძმობა 2026“ და „ბარიერი 2026“ 12-იდან 16 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ (CSTO) ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, წვრთნებში ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და რუსეთის 1500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნებში 300-ზე მეტ სამხედრო და სპეციალურ ტექნიკას იყენებენ, ასევე სხვადასხვა ტიპის 80 უპილოტო საფრენ აპარატს.
CSTO-ს ცნობით, „სამშვიდობო ოპერაციები“ ბელარუსის ორ საწვრთნელ პოლიგონზე ტარდება.
კომენტარები
