საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სოციალ-დემოკრატების პრაიმერიზში გამარჯვებულ რაფაელ გლუკსმანს ფქვილი შეაყარეს.
ინციდენტი კვირას საღამოს, პარიზის მე-20 ოლქში მდებარე საარჩევნო შტაბთან მოხდა, მას შემდეგ, რაც გლუკსმანი პრაიმერიზში გამარჯვებულად გამოცხადდა. ის აქტივისტებთან ერთად გამარჯვებას ერთ-ერთ დაწესებულებაში აღნიშნავდა, ტაქსიში დასაჯდომად შენობას ტოვებდა, როდესაც უცნობმა პირმა ფქვილი შეაყარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
კომენტარები
