უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეერთებული შტატები არ დათანხმდა კომპრომისულ წინადადებას, რომლის შესრულების შემთხვევაშიც უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს შეწყვეტდა.
ამის შესახებ ზელენსკიმ ბრიუსელში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის დიზელის შეთანხმების შესახებ კიევი წინასწარ ინფორმირებული არ ყოფილა.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ კიევისთვის მიუღებელია ის შეთანხმებები, რომლებიც უკრაინის მოქმედებებს განსაზღვრავს უკრაინასთან შეთანხმების გარეშე.
მისივე თქმით, უკრაინამ ამერიკულ მხარეს კომპრომისული ვარიანტი შესთავაზა, რომელიც რუსეთს საპასუხო დარტყმების შეწყვეტას არ ავალდებულებდა.
„ჩემი წინადადება ამერიკული მხარისადმი ასეთი იყო: კარგი, ჩვენ პარტნიორები ვართ და თქვენ გჭირდებათ, რომ რუსეთის ნავთობგადამამუავებე ქარხნებზე დარტყმებ შევწყვიტოთ. მაშინაც კი, თუ ყველა ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს საწვავის ფასზე გავლენას არ მოახდენს, თქვენ მაინც მიიჩნევთ, რომ ეს აუცილებელია. მაგრამ, რადგანაც რუსეთი ჩვენს ენერგეტიკულ სისტემაზე თავდასხმას გააგრძელებს, მოგვაწოდეთ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. ბევრი არ არის საჭირო. მხოლოდ იმ პერიოდისთვის, ვიდრე ეს თქვენ გჭირდებათ. თუმცა, ეს არ მიმიღია. უცნაურია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
