“ჯგუფური ძალადობის” ფაქტზე დაკავებულ ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე “კაწროსა” და შოთა ყიფიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ მიიღო. სხდომას ესწრებოდა სამივე ბრალდებული.
პროკურატურა ყველა მათგანის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი მათ 3000-3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.
კომენტარები
