მათი [ევროკომისია] განცხადებები ემსახურება კანონის აღსრულებაში უხეშ ჩარევას და ზეწოლის განხორციელებას, რაც მიუღებელია, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადების შეფასებისას.
მისივე თქმით, ევროკავშირის ბევრმა წარმომადგენელმა ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა ის, რომ საქართველოს, როგორც ყველა ნორმალურ სახელმწიფოს, აქვს კონსტიტუცია, სასამართლო სისტემა და ყველაფერი ის, რაც კანონის ფარგლებში სასამართლოში განიხილება, უნდა დარჩეს სასამართლო განხილვის საგნად.
„მათი განცხადებები არ ემსახურება კანონიერების დაცვას, ეს ემსახურება კანონის აღსრულებაში უხეშ ჩარევას და ზეწოლის განხორიციელებას, რაც მიუღებელია“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
კრისტიან უიგანდის განცხადებით, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელებს.
