სერბეთის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი დარწმუნებულია, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება.
როგორც ვუჩიჩმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, თუ მესამე მსოფლიო ომი არ დაიწყება, იქნება სასწაული.
მისი თქმით, მას სურს, რომ ცდებოდეს, მაგრამ იცის, რომ არ ცდება და ომის დაწყება გარდაუვალია.
„ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნებოდი, რომ ვცდებოდე. მაგრამ მეშინია, რომ არ ვცდები“, – განაცხადა ვუჩიჩმა.
კომენტარები
