აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ნაპოლეონ მესხიას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახსა და ახლობლებს.
ნაპოლეონ მესხია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის თანამდებობას 1991 წლიდან იკავებდა.
მისი თაოსნობით 1979 წელს აფხაზეთის რესპუბლიკური ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფოს ბაზაზე გაიხსნა ნეიროქირურგიული განყოფილება, რომელსაც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
ნაპოლეონ მესხიას ინიციატივით აფხაზეთის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან აშენდა ნეიროქირურგიული კორპუსი და შეიქმნა აფხაზეთის ჯანდაცვის რესპუბლიკური ნეიროქირურგიული ცენტრი. მისი თაოსნობით აფხაზეთში ასევე შეიქმნა საზოგადოებრივი-სამედიცინო საქველმოქმედო ასოციაცია „გულმოწყალება“.
ნაპოლეონ მესხია გახლავთ ღირსების ორდენის მფლობელი აფხაზეთიდან დევნილთა ევაკუაციისა და სამედიცინო მომსახურებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის.
2023 წელს დაჯილდოვდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელით მედიცინის დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის. არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
აფხაზეთის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ნაპოლეონ მესხიას გარდაცვალების გამო
21.10.2026 13:33:06
ნანახია: 7 ჯერ
