ხუდადოვზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა საზოგადოებას სასამართლო პროცესის უცნობ დეტალებს უზიარებს:
“საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ დღეს იყო სასამართლო პროცესი.
ჩემი სიყვარულში გაზრდილი ანგელოზი შვილი მომიკლა “ჭაობში” გაზრდილმა მკვლელმა.
პროცესები მიმდინარეობს საქმიდან გამომდინარე. მკვლელს როგორც არასრულწლოვანს უნდა ესწრებოდეს ოჯახის წევრი, მაგრამ მისი მხრიდან არ არის წარმომადგენელი. ეს ხდება იმიტომ რომ უფრთხილდებიან თავიანთ რეპუტაციას. არადა თამაშობენ ორმაგ თამაშს, თავიანთ საამაყო მკვლელს აუყვანეს ადვოკატი და არ აკადრეს სახაზინო ადვოკატი.
რაც არ უნდა მოიმოქმედოთ პაატაშვილებო, სიხუაშვილებო და ბერუაშვილებო თქვენ ჩემი დათოს ცოდვა მოგეკითხებათ ყოველთვის”, – წერს სოციალურ ქსელში ეკა მხატვრიშვილი.
თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე 17 წლის არასრულწლოვანი, დავით ნარიმანიძე 10 სექტემბერს მოკლეს. ბრალდებულის სახით, ასევე არასრულწლოვანი დააკავეს. ბრალდების მიხედვით, მკვლელობის მიზეზი, სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა. საქმის პროკურორის თქმით, არასრულწლოვანს მრავალფეროვანი კრიმინალური წარსული აქვს და ის დაკავებისას გირაოს პირობების ქვეშ იმყოფებოდა.
