ავღანეთში თავდასხმისას დაღუპულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეს, უმცროს სერჟანტ მდინარი ბებიაშვილს ზესტაფონში ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ და სოფელ მარტოთუბანში დღეს 15:00 საათზე დაკრძალავენ.
ზესტაფონში ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი უკვე დაწყებულია.
მდინარი ბებიაშვილი ქართულ ჯარში 2010 წლიდან მსახურობდა. ეს მისი მესამე სამშვიდობო მისია იყო ავღანეთში.
ქართველი სამხედრო ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორიელებულ თავდასხმას ემსხვერპლა. სოფელ მარტოთუბანში ამ წუთებში თავდაცვის მინისტრს და გენერალური შტაბის ხელმძღვანელ პირებს ელოდებიან.
კომენტარები