ხელვაჩაურში შუახნის მამაკაცი დაჭრეს. ადგილობრივების ინფორმაციით, შუა ხნის მამაკაცი ფეხის არეში არის დაჭრილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მათივე ინფორმაციით, ინცინდენტი ყოფით ნიადაგზე მოხდა.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სსსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
შსს-ის ინფორმაციით, დანაშაულში მონაწილე პირი დაკავებულია.
კომენტარები
